რეგიონი
მარტვილში საახალწლო ღონისძიებები გადაიდო

მარტვილის მერიამ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ყველა საახალწლო ღონისძიება შობამდე გადადო. მერის ალექსანდრე გრიგალავას თქმით,

ღონისძიებები ორი დღის წინ 21 წლის სალომე გალდავას გარდაცვლალების გამო არ გაიმართება. საახალწლო პროგრამები მარტვილში 7-დან 14 იანვრის ჩათვლით ჩატარდება.

„დღეიდან უნდა დაწყებულიყო ღონისძიებები, ყველაფერი დაგეგმილი იყო, მაგრამ ახალგაზრდა გოგოს ოჯახი ცენტრში ცხოვრობს და იქ ზეიმი სწორი არ იქნებოდა", - განაცხადა მერმა.

მარტვილელი სტუდენტი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

 


 


 

Print