რეგიონი
კორცხელის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით მოწმეების დაკითხვა დღეს ბრალდებულებისა და მათი ადვოკატის პროცესზე გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. მოსამართლე შოთა ბიჭიამ შემდეგი პროცესები 29 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით ჩანიშნა.

"შემდეგ სხდომაზე განვიხილავთ იმ მიზეზებს, თუ რატომ ვერ მოახერხეს ჩამოსვლა"- აღნიშნა მოსამართლემ.

2016 წლის 22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი, მათ შორის- ორი პოლიციელი.

Print