ახალი ამბები
უშგულში ჩამოწოლილმა ზვავმა და დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის მოსახლეობას ათი დღეა ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება. ამასთან, სოფელი მოწყვეტილია ადმინისტრაციულ ცენტრს. უშგულის გამგებლის ანზორ რატიანის ცნობით, მესტიასთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი რამდენჯერმე ჩამოწვა.

„გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ამ წუთებში სპეციალური ტექნიკა მუშაობს და გზა მალე გაიხსნება“, - აღნიშნა რატიანმა.

ენერგო-პრო-ჯორჯიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას დენის მიწოდება, სავარაუდოდ, დღეს აღუდგება.

Print