ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოსგან 2.193 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას მიიღებს
ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი დამტკიცდა, რომლის თანახმად, 2018 წელს ელექტროენერგიის საპროგნოზო გამომუშავება 12.100 მილიარდი კვტ/სთ იქნება. ამასთან, პროგნოზის მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტი იქნება 1.958 მილიარდი კვტ/სთ.

მომხმარებლებს 12.703 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდება. გარდა ამისა, 2018 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, აფხაზეთი 2.193 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის საპროგონოზო მიწოდება მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით იზრდება.



Print