რეგიონი
გზდ-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა
გავრცელებული ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში თანამშრომლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. უთანხმოების ზუსტ მიზეზებს გზდ-ს სამმართველოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურში არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ თანამაშრომლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. უწყებამ მომხადრზე მოკვლევა უკვე დაიწყო. დეპარტამენტში, რეგიონული სამმართველოს უფროსის ბაკურ გულუას გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

„ბაკურ გულუა ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას და სიმართლეს არ შეესაბამება, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან თანმადებობა დატოვა და არც ის, რომ თითქოს მას კარები აუჭედეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თანამშრომლებს შორის მცირე სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რასაც შიდა კონტროლის სამსახური სწავლობს“, - აღნიშნეს პრესსამსახურში.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეპარტამენტი ოფიცილურ განცახდებას მოგვიანებით გაავრცელებს.

ბაკურ გულუას გათავისუფლების თაობაზე, ინტერნეტგამოცემა „Timer“ - მა ინფორმაცია წუხელ გაავრცელა. თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად გამოცემა თანამშრომელებს შორის დაპირისპირებას ასახელებს. „Timer”- ის ცნობით გულუა მათ  ერთმანეთის მაკოპრომატირებელი ვიდეოჩანაწერების გაკეთებას აიძულებდა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია.




Print