ახალი ამბები
შს მინისტრი შობას აფხაზეთის გამყოფ ხაზთან შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მოადგილეებთან ერთად შობას აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფახულანის საგუშაგოზე შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გახარიამ საგუშაგოს თანამშრომლებს დღესასწაული მიულოცა და მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა და ქვეყნის გამთლიანება უსურვა.

გარდა ამისა, შს მინისტრი და მისი მოადგილეები შობის ღამეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებულ ხურჩის და განმუხურის საგუშაგოებსაც ეწვივნენ. მათ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ. მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ქვეყნისათვის გაწეული შრომისა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.


ფოტო: შსს
Print