ახალი ამბები
ხაბუმეში დაჭრილი ქალი მართვით სუნთქვაზეა
სოფელ ხაბუმეში, სავარაუდოდ, მეუღლის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის განყოფილების გამგის მაკა მალანიას ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა.

„შემოიყვანეს ქალი და მამაკაცი თავში ნაჩეხი ჭრილობებით. მამაკაცს გაუკეთდა ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ქალის მდგომარეობა კი არის სტაბილური, მაგრამ მძიმე“, - უთხრა რადიო „ათინათს“ მალანიამ.

გარდა ამისა, პაციენტს თავის ქალას ძვლების ფრაგმენტული მოტეხილობები აქვს.

ხაბუმეში, სავარაუდოდ, მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი თავის არეში დაჭრა. ჩხოროწყუს მერის ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე:

ხაბუმეში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

სამეგრელოში, სავარაუდოდ, მამამ შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა
Print