რეგიონი
ზუგდიდში ოქტომბრიდან დღემდე გარემოს დაბინძურების 150-მდე ფაქტი გამოვლინდა
ზუგდიდში გარემოს დაბინძურებისთვის გასული წლის ოქტომბრიდან სულ 10, მათ შორის, ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა. რადიო „ათინათის“ მიერ ზუგდიდის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, „ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“ იურიდიული პირი 1000 ლარით, 6 ფიზიკური პირი - 150 ლარით, 3 კი 80-80 ლარით დააჯარიმა. ამავე ცნობით, სიტყვიერად 100-მდე პირია გაფრთხილებული, წერილობით კი - 47. სულ ჯარიმის თანხამ 1 930 ლარი შეადგინა.




"ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" ხელმძღვანელის მოადგილის თამაზ ფაცაციას ინფორმაციით, საუბარია მუნიციპალურ და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ასევე, საბურავების არასწორ ადგილას გადაყრაზე, შესაბამისი პროცედურებისა და ვადების დარღვევით.

„გარდა ამისა, ქალაქის ტერიტორიაზე ფოთლების უკანონო წვის ხშირი შემთხვევებია, თუმცა, სიტყვიერმა გაფრთხილებებმა შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა ფაცაციამ.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, ნარჩენების მართვის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედეგნის უფლებამოსილება ააიპ "ზუგდიდასუფთავების ცენტრს" მიენიჭა.


ფოტო: ააიპ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრი"
Print