ახალი ამბები
ენგურის ხიდზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს
ენგურის ხიდზე ოთხთვალა ურმის ერთ-ერთი მფლობელი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა სოფო მიქია ენგური-ზუგიდის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვას ცდილობდა. შს სამინისტროს ადგილზე მყოფი წარმომადგენლების თქმით, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ენგურის ხიდთან იმ ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ, ვისაც მგზავრები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ ვერ მუშაობენ, რადგან ამ ტერიტორიაზე სამი მიკროავტობუსი მოძრაობს, რომელიც იმავე მარშუტს სხვადასხვა კავშირის საშუალებით ასრულებს.


ამავე თემაზე:

ენგურის ხიდთან ურმების მფლობელები გაიფიცნენ
Print