რეგიონი
დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთიან და მაღალმთიან ადგილებში თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია 6–11 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0–5 გრადუსი.

15 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ცივი ჰაერის მასების შემოსვლის გამო საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 1–6 გრადუსია მოსალოდნელი. არამდგრადი ამინდი შემდეგ დღეებშიც შენარჩუნდება.



Print