რეგიონი
მინისტრის მოადგილე: ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელი ამოცანაა
მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილის ამბობს, რომ აზიური ფაროსანას აბსოლუტური მოსპობა შეუძლებელი ამოცანაა. ამის შესახებ მან პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. ხანიშვილმა კომიტეტის წევრებს მსოფლის ქვეყნების გამოცდილება და სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა და აღნიშნა, რომ საქართველოში მავნებელ მწერთან ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს.

„საქართველოზე ბევრად ძლიერი ტექნიკური, მატერიალური და ფერმერული მეურნეობებით აღჭურვილი ქვეყნები, სამწუხაროდ, ვერ ახერხებენ პრობლემის აღმოფხვრას. რეალურად, მისი გაკონტროლება ხდება ისეთ სივრცეში, რაც სოფლის მეურნეობისთვის იქნება შედარებით ნაკლები ზიანის მომტანი და რაღაც გარკვეულ ფარგლებში მოექცევა ეს ზიანი. ჩვენი ამოცანაც არის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ, მაგრამ თუ მივაღწიეთ იმას, რომ მაქსიმალურად შევამცირეთ ან გავანადგურეთ აზიური ფაროსანა, ეს იქნება ძალიან ახალი სიტყვა ამ რეალობაში და ეს იქნება ძალიან კარგი“, - განაცხადა ხანიშვილმა.

როგორც ხანიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო 2018 წლიდან ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდს ცვლის და სამუშაო არეალად განსაზღვრავს იმ საჯარო სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს მავნებლის გავრცელებას. წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 50 მილიონამდე ლარია გამოყოფილი



Print