რეგიონი
რუსულ - აფხაზური ლექსიკონი Android-თვის
Android-ის პლატფორმისთვის რუსულ - აფხაზური ელექტრონული ლექსიკონი შეიქმნა. ის 72 ათას სიტყვას და ფრაზას შეიცავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პროგრამის ძირითადი ბაზის შექმნაში მეცნიერები ბორის ჯონუა და ვლადიმირ კასლანძია მონაწილეობდნენ.

IOS - ს პლატფორმაზე შექმნილი რუსულ-აფხაზური ელექტრონული ლექსიკონის პრეზენტაცია სოხუმში ერთი თვის წინ გაიმართა. იდეის ინიციატორები არიან დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ინალ არძინბა, მოძრაობა „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები“ და სახელმწიფო ენის პოლიტიკის კომიტეტი.

"ხშირ შემთხვევაში, AppStore-ს არა აქვს კარგი ლექსიკონები მდიდარი მონაცემთა ბაზით. რა თქმა უნდა, ლექსიკონი, როგორც აფხაზური ენის გავითარების ინსტრუმენტი, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან, ბევრ აფხაზი არ ფლობს საკმარის სიტყვის მარაგს. აფხაზეთის ყველა მცხოვრებისთვის და ზოგადად, დაინტერესებული პირებისთვის მთელს მსოფლიოში, ძალიან სასიხარულოა მსგავსი ლექსიკონის არსებობა IOS-სისტემაში. ეს ძალიან კარგი დამატებითი ფაქტორია ენის შესასწავლად“, - აღნიშნა მაშინ "კეთილი ნების ელჩმა" ედგარ გვაზავამ.

შეხვედრაზე სახელმწიფო ენის პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენლმა ნაალ ხეციამ აღნიშნა, რომ მათ „პროგრესს ფეხი უნდა აუწყონ და ამ თვალსაზრისით, აფხაზური ენა გამონაკლისს არ წარმოადგენს“.

Print