ახალი ამბები
ნოსირში ადგილობრივებმა აქცია გამართეს
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ქალაქთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ითხოვენ. მათივე თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის მაგისტალი ეწყობა, რის გამოც გზები გადათხრილია.

აქციის მონაწილეებს სენაკის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია და იმ კომპანიის წარმომადგენელი შეხვდნენ, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს. ისინი ადგილობრივებს პრობლემის უმოკლეს დროში მოგვარებას დაჰპირდნენ.

Print