რეგიონი
დასავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 - 23 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

24 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. 25 – 28 იანვარს ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.



Print