რეგიონი
სამეგრელოს რეგიონში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა და გადაზიდვა–რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია დიდი ოდენობით - ჯამში 3 050 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4–დან 6 წლამდე ვადით.

Print