ახალი ამბები
სამეგრელოსა და თბილისში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია ჯამში 3 050 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სს კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Print