ახალი ამბები
სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 118-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გუშინ ღამით, აღნიშნულ გზაზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის კლდის მასა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

უწყების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მობილიზებული მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Print