რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებულ 11-მდე კულტურულ მემკვიდრეობას არქეოლოგიური კვლევა ჩაუტარდება
არქეოლოგიური კვლევა-ძიებისა და სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო ძეგლების 2018 წლის საპროგრამო ნუსხა დამტკიცდა. არქეოლოგიური გათხრები და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს იგეგმება. პროგრამულ ნუსხაში ქვეყნის მსაშტაბით წარმოდგენილი 80-მდე კულტურული მემკვიდრეობიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე არსებული თერთმეტი ძეგლი მოხვდა.

აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება:

ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი;

მესტიის არქიტექტურული კომპლექსი;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული „ომუნეს ჯიხა“;

სოფელი ჩაჟაში;

ნიკო დადიანის სასახლე;

ჩხოროწყუს რაიონში მდებარე ოცინდალეს წმიდა გიორგის ეკლესია;

სოფელ ჩვიბიანში ჩარკვიანების კოშკი;

სენაკის აკაკი ხორავას დრამატული თეატრი;

სქურის ფერისცვალების სახელობის ეკლესია;

ნოქალაქევი;

ბაღმარანის ეკლესია;

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევითი არქეოლოგიური და სარეაბილიტაციო ძეგლების სიმრავლე სააგენტოს 2018 წლის საბიუჯეტო სახსრების 4 მილიონამდე ლარით გაზრდამ განაპირობა.

მესტიაში კოშკებს შორის მდებარე სახლი რეაბილიტირდება

Print