ახალი ამბები
ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის სამობილიზაციო სამუშაოები დაიწყო
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მობილიზაცია დაიწყო. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე შეტანილია სპეციალური კონსტრუქციების ნაწილი.

მუნიციპალიური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ ორგანიზაციის ხელმძვანელი პირები ზუგდიდში ჩამოსვლასა და სამუშაოების ადგილზე დათვალიერებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ.

ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის 11,974,436.72 ლარი დაიხარჯება. ბაღის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია „ჯავა“ განახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტის თანახმად, სამუშაოები დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ზუგდიდს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50%-ს მერია 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღებს, ხოლო დანარჩენს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს. რაც შეეხება დარჩენილი თანხის 30%-ს, მერია გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერია ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის 11%-იან სესხს აიღებს

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 20 იანვრიდან დაიწყება
Print