ახალი ამბები
სახალხო დამცველი ბექა რუსიას ტელეფონის ჩანაწერებს შეისწავლის
ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის სპეციალური დეპარტამენტი მუჟავაში გარდაცვლილი წვევამდელის ტელეფონში არსებულ ფოტო და ვიდეომასალას შეისწავლის.

„სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამხედრო ნაწილში ადამიანის უფლებათა დარვევის ფაქტებზე, გამოიკვლევს აღნიშნულ საქმეს და გამოვავლენთ გარემოებებს“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

აღნიშნულ კადრებთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა დაედო, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტი.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა. მათი მტკიცებით, საქმეში ერთზე მეტი პირის დანაშაული იკვეთება. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე:

„რა დღეში ხარ“ - რუსიების ოჯახის ადვოკატი სავარაუდო მუქარაზე საუბრობს
Print