ახალი ამბები
ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეების დახლები აიღო
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეების დახლები აიღო. ადგილზე შესაბამისი ტექნიკა მუშაობდა. ამ დროისთვის კი აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები ამჟამად   არ იმყოფებიან.

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ქალაქის მერს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ. მათი ნაწილი, რომელიც ხილ-ბოსტანზე მუშაობს, შეთავაზებულ სავაჭრო ფართებს დათანხმდა და მუშაობის გაგრძელებას აღნიშნულ ტერიტორიაზე აპირებს. ნაწილმა კი, რომელიც შერეული საქონლით ვაჭრობს, განაცხადა, რომ ადგილის დატოვებას არ გეგმავს და მუშაობის უფლებას მაისამდე ითხოვს.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ განმარტა, რომ მერია თითოეულ გარემოვაჭრეს ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, სადაც პირველი სამი თვე უსასყიდლოდ, შემდეგ კი დადგენილი ტარიფით ისარგებლებს.

ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეების ნაწილი მერიის შეთავაზებას დასთანხმდა
Print