რეგიონი
დიმიტრი ქუმსიშვილი "ენგურჰესზე" აფხაზ ენერგეტიკოსებს შეხვდა
პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი "ენგურჰესის" აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ მონაკვეთზე იმყოფებოდა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილი ადგილობრივი ენერგოკომპანიის „ჩერნომორენერგოს“ დირექტორს ასლან ბასარიას და კომპანიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე "ენგურჰესის" რეაბილიტაციის პროცესისა და აღნიშნულ პერიოდში აფხაზეთის რეგიონის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის ტექნიკური დეტალები განიხილეს, აგრეთვე ზამთარში რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგებისა და 2019 წელს "ენგურჰესის" სადერივაციო გვირაბის სარემონტო სამუშაოების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე დაათავლიერა გალის რაიონის სოფელ საბერიოში "ენგურჰესის" ელექტროსადგური და სხვა ენერგო და ჰიდრონაგებობები . მასთან ერთად აფხაზეთში იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.


Print