რეგიონი
გარემოვაჭრეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სამედიცინო კვლევები უტარდება
გარემოვაჭრეს, რომელიც მერიის შენობაში შეჭრის მცდელობის დროს დაეცა, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შესაბამის სამედიცინო კვლევებს უტარებენ. მორიგე ექიმის მაია ესებუას ინფორმაციით, პაციენტს არტერიული წნევის მატება და ჰიპერგლიკემია აღენიშნება, ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

გარემოვაჭრეებმა მერიის შენობაში შეჭრა და გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს. აქციის მონაწილეები ამ წუთებში სამხარეო ადმინისტრაციის წინ იმყოფებიან. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. გარემოვაჭრეები მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებზე უარს აცხადებენ. ისინი გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ. 


ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეების აქციიდან ერთ-ერთი ქალი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს 

გარემოვაჭრეები მერიის წინ: ძირს გოგია

მერთან შეხვედრით უკმაყოფილო გარემოვაჭრეები აქციებს აანონსებენ (ვიდეო)

შეხვედრიდან გამოსული გარემოვაჭრეები: ჩვენს მერს მხოლოდ ერთი სიტყვა, დემაგოგია ცოდნია

მერისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა უშედგეოდ დასრულდა (ვიდეო)

გარემოვაჭრეები გუბერნიიდან ისევ მერიისკენ მიემართებიან

Print