ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში
სოხუმის ქუჩაზე, პოლიციის სამმართველოს შენობის მიმდებარედ ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფმა პირებმა მცირე დაზიანებები მიიღეს. თვითმხილველების თქმით, მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.





მანქანამ დააზიანა საგზაო ნიშანი - ქვეითთა გადასასვლელი. 



რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტები დღის განმავლობაში არ შეუყვანიათ.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე საქმე არ აღძრულა, ხოლო მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

Print