რეგიონი
ხამისკურში მატარებლის შეჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა
ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში სამგზავრო მატარებელი,სავარაუდოდ, შუახნის ქალს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ქალი, რომელიც ლიანდაგზე გადადიოდა, ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარს შს სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გამოძიება სს კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
Print