რეგიონი
აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო წვრთნები გაიმართა
აფხაზეთში დისლოცირებულ სამხედრო ბაზაზე საველე სწავლება დასრულდა. მასში 1000-მდე მოსამსახურე და 100-მდე სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, წებელდის და ნაღვალოუს პოლიგონებზე გამართულ სწავლებაში მოტომსროლელი ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სამხედროებმა ზუსტი საბრძოლო სროლის უნარები გაიუმჯობესეს, რა დროსაც თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორები БТР-82А, ტყვიამფრქვევები „პეჩენეგი“ და ხელყუმბარები გამოიყენეს.

წვრთნები აფხაზეთის რუსულ ბაზებზე 2017 წლის სექტემბერშიც გაიმართა. მათში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.


Print