ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ გათავისუფლებულ თანამშრომლებზე 150 ათას ლარამდე კომპენსაცია გასცა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ თემისა და ქალაქის გაერთიანების შედეგად გათავისუფლებულ 47 თანამშრომელზე კომპენსაცია გასცა. საუბარია მერიის 43 და საკრებულოს 4 თანამშრომელზე.

„გაიცა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, რომელიც ჯამში შეადგენს 145 919 ლარს“, - აღნიშნეს მერიაში.

ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში ამ დროისთვის სულ 351 ადამიანი მუშაობს. გაერთიანებამდე, ქალაქისა და თემის თვითმმართველობის ორგანოებში 400-მდე საჯარო მოხელე იყო დასაქმებული.

მუნიციპალიტეტების გაერთიანების ერთ-ერთ არგუმენტად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაორმაგებული ადმინისტრაციული ხარჯები დაასახელა.

ამავე თემაზე:

რეგიონული განვითარების სამინისტრო მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე განცხადებას ავრცელებს

ლაშა გოგია: ახალი გუნდი პროფესიონალიზმის და ერთგულების ნიშნით შეირჩა
Print