Error
რეგიონი
რუსებმა ნაბაკევის მიტოვებული სახლები აღრიცხეს
რუსმა სამხედროებმა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მიტოვებული სახლები აღრიცხეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 15 ასეთი სახლია. "რუსებმა აღრიცხეს ის სახლები, სადაც მოსახლეობა მუდმივად არ ცხოვრობს და მხოლოდ „თხილის სეზონის“ დროს ჩადის. კითხვაზე, თუ რასთან არის დაკავშირებული აღნიშნული აღწერა, სამხედროებმა გვიპასუხეს, რომ აღრიცხვა გაუცხოების მიზნით ტარდება“ - განაცახდეს ადგილობრივმა მოსახლეებმა. მანადე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს გალის რაიონში სირიელი რეპატრიანტების ჩასახლება იგეგმება. თუმცა ეს არ დადასტურდა. გარდა ამისა საუბარი იყო იმაზეც, რომ გალის რაიონში ქართველთა მიტოვებულ სახლებში რუს ოფიცრებსა და მათ ოჯახებს განათავსებდნენ.
Print