რეგიონი
დანიის ლტოლვილთა საბჭოს სოხუმის ოფისს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
დანიის ლტოლვილთა საბჭოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ვინსენტ დონტომ კან ტანიას აფხაზეთში DRC - ის ოფისის ახალი ხელმძღვანელი ბლერიმ მუხაკსხერი
წარუდგინა.

თავის მხრივ, აფხაზმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების „აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას“, - წერს "აფსნიპრესი". 

სოხუმში გამართული შეხვედრის მსვლელობისას, აფხაზეთის ტერიტორიაზე ორგანიზაციის მიერ განხორციელენული პროექტები და 2018 წლის გეგმები განიხილეს.


Print