რეგიონი
მერი: მოვაჭრეები დროებით მინი მოედანზე იმუშავებენ
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე არსებული მინი საფეხბურთო მოედნის დაშლის დაწყებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. ის ამბობს, რომ საფეხბურთო სტადიონს არ შლიან.

„სიტყვიერი ნებართვა მივეცი, რომ გაეხსნათ მხოლოდ შესასვლელები. მოვაჭრეები იქ იმუშავენებენ დროებით, სანამ კერძო მესაკუთრე მიმდებარე ტერიტორიაზე არ მოაწყობს შესაბამის კონსტრუქციას“, - აცხადებს გოგია.

აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მინი საფეხბურთო მოედნის დაშლა დილით დაიწყეს. შპს „ნიუ ნათის“ დირექტორი დავით ჯანაშიამ, რომელსაც მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ბაზარი აქვს მოწყობილი, თქვა, რომ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მინი მოედნის სავაჭრო ობიექტად გადაკეთების სიტყვიერი ნებართვა მათ მერიის შესაბამის სამსახურებისგან მიიღეს.



ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები კვირაზე მეტია გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ. მათმა ნაწილმა ალტერნატიული ფართი უკვე დაიკავა.

Print