რეგიონი
გარემოვაჭრეების დახლები მოედნის კონსტრუქციის დეტალებისგან ააწყვეს
ზუგდიდში მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მინი საფეხბურთო მოედანზე გარემოვაჭრეებმა სამუშაო ადგილების მოწესრიგება დაიწყეს. სავაჭრო დახლების ნაწილი მოედნის კონსტრუქციის დეტალებისგან არის აწყობილი. მოვაჭრეების თქმით, სამუშაო ადგილები ოთხმოცამდე მოვაჭრისთვისაა განკუთვნილი.

„თითქმის ყველა დასთანხმდა ამ ადგილს, რა ვქნათ, სხვა გზა არ გვაქვს“, - ამბობენ გარემოვაჭრეები.

ფეხბურთის მოედნის ღობის მორღვევა და სავაჭრო ობექტად გადაკეთება გუშინ დაიწყო. იქვე მდებარე ღია ბაზრობის დირექტორი დავით ჯანაშია, რომელიც აღნიშნულ პროცესში იყო ჩართული, ამბობდა, რომ მოედნის კონსტრუქციის ნაწილობრივ დაშლის სიტყვიერი ნებართვა მერიისგან ჰქონდა მიღებული. მერმა ლაშა გოგიამ ჯანაშიას ნათქვამი უარყო და თქვა, რომ მან მოხოლოდ მოედნის შესასვლელების გახსნის ნებართვა გასცა. მოგვიანებით, მერიამ ჯანაშიას გაფრთხილების ოქმი გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მას საფეხბურთო მინი მოედნის პირვანდელი სახის აღდგენა დაევალა.

ზუგდიდში გარემოვაჭრეები ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ, მუშაობის გაგრძელების უფლებას 10 დღის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ.

მერი: მოვაჭრეები დროებით მინი მოედანზე იმუშავებენ 

გარემოვაჭრეები ისევ მერიასთან შეიკრიბნენ

ზუგდიდში მინი სტადიონს გარემოვაჭრეებისთვის ბაზრის მოსაწყობად შლიან





Print