ახალი ამბები
თბილისსა და სენაკში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების გამო 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისსა და სენაკში 3 პირი დააკავეს. აქედან ორი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის ხოლო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის -1 ადამინი.

სულ ამოღებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, მაკაროვის სისტემის 2 პისტოლეტი, „GRAND POWER K105“-ის ტიპის ავტომატური პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 98 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print