რეგიონი
სოფელ ურთაში მგლების შემოსევის ფაქტები გახშირდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მეთევზეთა და მონადირეთა კავშირის წევრებმა მგელი მოკლეს. ადგილობრივების ცნობით, ბოლო პერიოდში მათ სოფელში გარეული ცხოველის შემოსევის ფაქტებმა იმატა.

მათივე თქმით, მტაცებელმა რამდენიმე რქოსანი პირუტყვი დაგლიჯა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებისგან მგლების ლიკვიდაციის უფლებას ისევ ითხოვენ.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, მონადირეებს კიდევ ოთხი მგლის მოკვლის უფლება აქვთ.

Print