რეგიონი
დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის დელეგაცია სოხუმში ჩავიდა
დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამაშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

„აფსნიპრესის“ ცნობით, „ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში“ ამჟამად გაგრის რესპუბლიკურ სარეაბილიტაციო ცენტრში, “დნესტრისპირეთის 1992 წლის ომის სამი ვეტერანი გადის რეაბილიტაციის კურსს”.

„მინისტრთა კაბინეტის აპარატის“ ხელმძღვანელმა დავით სანგულიამ აღნიშნა, რომ მხარეების თანამშრომლობა გაგრძელდება, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში, ამავე დროს, დაიწყება მუშაობა ახალი ერთობლივი პროგარმების შემუშავებაზე. ცნობისთვის, 2016 წლის დეკემბერში დე ფაქტო აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის მოლდავურ რესპუბლიკებს შორის „უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირება მოხდა.

Print