ახალი ამბები
პოლიციამ სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი დანაშაული პრევენციის მიზნით ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი “კალაშნიკოვი”, 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 6 პისტოლეტი, 3 სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, 602 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და 6 მჭიდი.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, პასუხისგებაში 15 პირი მიეცა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ფოტო: Police.ge
Print