რეგიონი
სამეგრელოში ტურიზმის განვითარების პირველი სიმპოზიუმი ჩატარდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda-ს ფარგლებში, რეგიონის ტურიზმის განვითარების პირველი სიმპოზიუმისთვის ემზადება. მისი მიზანია განსაზღვროს რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევები და დაადგინოს პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას.

პირველი სიმპოზიუმის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, ზუგდიდის ვიცე მერი გია გულორდავა, "ზრდა სქართველოში" პროექტის ხელმძღვანელი ბრაიან კინგი, პროექტისა და ადაგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. სამუშაო შეხევდარზე ბიზნეს ფესტივალ "ანაკლიობის" გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს.

„ანაკლიობაზე“ პირველად გასულ წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, USAID-ის პროექტი Zrda-ს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანიებით განხორციელდა და მაში მონაწილე 50-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო. "ანაკლიობა" მიზნად ტურიზმის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს. ფესტივალში ბიზნესმენებთან ერთად ადგილობრივებიც მონაწილეობენ.

Print