რეგიონი
როგორი იქნება ბოტანიკური ბაღი (ვიდეო)

როგორი იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ, ამის შესახებ ვიდეომასალას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის

სამინისტრო ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, ლანდშაპტური იერსახის გაუმჯობესების გარდა, გათვალისწინებულია სხვადასხვა სამშენებლო სამუშაო, მათ შორის, შენობა-ნაგებობების, საზოგადოებრივი საპირფარეშოს, შიდა წყალსადენების, კანალიზაციის მოწყობა და სხვა.

ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციისთვის 11,974,436.72 ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯავა“ განახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კონტრაქტის თანახმად, სამუშაოები დაწყებიდან 18 თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

ზუგდიდს ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50%-ს მერია 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღებს, ხოლო დანარჩენს მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს. რაც შეეხება დარჩენილი თანხის 30%-ს, მერია გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი შესაძლოა ევროპული პარკების ასოციაციის წევრი გახდეს (ვიდეო)

Print