რეგიონი
თეკლათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავტოსაგაზო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველის ინფორმაციით, გარდაცვლილი, 70 წლამდე მამაკაცი ველოსიპედით ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შს სამინისტროში გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print