რეგიონი
#სალომესთვის - დედის დღეს სალომე ჭითანავას მხარდამჭერი კონცერტი გაიმართება
3 მარტს 17 საათზე ზუგდიდის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი საქველმოქმედო კონცერტს უმასპინძლებს. ორგანიზატორების თქმით ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა სიმსივნით დაავადებულ 29 წლის მარტოხელა დედას, სალომე ჭითანავას.

"კონცერტი საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას სპეციალურდ მოწვეული ჯგუფი ,,კავკასიონი" მიიღებს. ასევე იმღერებენ ადგილობრივი შემსრულებლები, მათ შორის, ვახო გოგილავა, ნანა ჩიქავა, ანი ტაბაღუა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, გაყიდულია 800 ბილეთზე მეტი. მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში კიდევ არის ის სულისკვეთება, რასაც გვერდში ამოდგომა ჰქვია", - აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა ბექა ლაგვილავამ.




ბილეთების შეძენის მსურველებმა დარეკეთ ნომერზე - 577 99 81 85.

29 წლის მარტოხელა დედას, სალომე ჭითანავას, რომელსაც მესამე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. 

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი GE84BG0000000100591596; მიმღები სალომე ჭითანავა.



Print