რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაუშვეს
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს.



სახელმწიფო დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების საფუძველზე დაეშვა, რომლის მიხედვით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.



1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.



Print