რეგიონი
პროგრამა „მომავლის თაობის“ ახალი ეტაპი დაიწყო (ვიდეო)
ასოციაცია ,,ათინათში“ სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობის“ გახსნის ღონისძიება გაიმართა. პროგრამის ახალი ეტაპის განხორციელება ,,ათინათმა“ ამერიკულ ორგანიზაცია PH International-თან პარტნიორობით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის იანვრიდან დაიწყო.

“მოხარული ვარ, რომ ახალ სკოლებში დაიწყო პროგრამა, რომელსაც 2010 წლიდან ვახორციელებთ და ვთანამშრომლობთ „ათინათთან“. ჩვენი პროგრამები ეხება და მიზნად ისახავს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. პროგრამის მიზანი ასევე არის, რომ მოსწავლეები გახდნენ უფრო აქტიური მოქალექეები, თემის ცხოვრებასა და განვითარებაში ცვლილებესბ შეიტანენ. რაც შეეხება მიზნობრივ ჯგუფს, არიან სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთვებიან, ჩაუტარდებათ ტრენინგები, დაურიგდებათ სახელმძღვანელოები, რაც სწავლებას უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის“, - თქვა პროგრამის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მენეჯერმა თამარ ფრუიძემ.



შეხვედრას პროგრამის წინა ეტაპის მონაწილეებიც ესწრებოდნენ. მათ შეკრებილებს ის აქტივობები და პროექტები გააცნეს, რომლებიც თავიან თემში განახორციელეს.

„2015 წელს ჩავერთეთ აღნიშნულ პროგრამაში. ჩავატარეთ სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიება. ეს პროგრამა დაგვეხმარა, რომ გავმხდარიყავით თავისუფალი და მეტად აქტიური მოქალაქეები“, - თქვა წალენჯიხის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა კვარაცხელიამ.



„მომავლის თაობის“ პროგრამაში პირველად ჩაერთვება მესტიის მეორე საჯარო სკოლა. სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნაკანი იმედოვნებს, რომ პროექტი მოსწავლეებს აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

„მე ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები მეტად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები გახდნენ უფრო აქტიური მოქალაქებიი და ჩერთონ საზოგადოების განვითარებაში, მიიღონ გამოცდილება და თანამედროვეობას აუწყონ ფეხი. სწორედ ამას ველოდები“, - აღნიშნა ნაკანმა.



„მომავლის თაობის“ ფარგლებში ასოციაცია ,,ათინათი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 32 სკოლაში იმუსავებს.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, დირექტორები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები დაესწრნენ.

Print