რეგიონი
აფხაზეთში პროგრამა „გაერო - ქალები“ ამოქმედდა
დე ფაქტო აფხაზეთში პროგრამა „გაერო - ქალები“ ამოქმედდა, ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ პროგრამის დირექტორმა ლიანა მიკანბამ განუცხადა. მისი თქმით, პროგრამის მიზანი იმ ორგანიზაციების დახმარებაა, რომლებიც აფხაზეთში გენდერული უთანასწორობის, სექსუალური და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობენ.

„ფსიქოლოგიაში, იურისპრუდენციაში, ჟურნალისიტიკაში მსოფლიო ექსპერტებს მოვიწვევთ, რომლებსაც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვთ და შეუძლიათ პრობლემის აღმოსაფხვრელად ანალიზის ჩატარება“,- აღნიშნა მიკანბამ.

მისივე განმარტებით, მომავალში იგეგმება არა მხოლოდ მსგავს პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, არამედ სექსუალური და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან შეხვედრა, რათა ამ ადამიანებს, როგორც მორალური, ასევე ეკონომიური დახმარება გაეწიოთ.

პროგრამა „გაერო - ქალების“ მონაწილეების პირველი შეხვედრა ჟურნალისტებთან გაიმართა. 



Print