რეგიონი
ზუგდიდში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება
სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდი სითიმ" მრავალფუნქციური კომპლექსის ესკიზური პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის ღირებულება 12 000 000 ლარია.



მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პრეზენტაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია , მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე , საზოგადოება "ზუგდიდელები", ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შედგა.



,,ზუგდიდი სითი", რომელიც იტალიური საინვესტიციო ჯგუფია, ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. პროექტი სასტუმროს, აპარტამენტის ტიპის საცხოვრებელი სახლის, ბიზნეს ცენტრის, ბოულინგის, ბავშვთა გასართობი მოედნების მშენებლობასა და გარე ტერიტორიის გამწვანებას ითვალისწინებს.

Print