რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტში 6 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნული უწყების ცნობით, შესრულებული სამუშაოები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ხობის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ბერაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. 

პროექტის მიხედვით მოხდა არსებული სახიდე გადასასვლელის შეკეთება და ერთფენიანი საგზაო სამოსის მოწყობა. ასევე მოეწყო ახალი საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 872 700 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში 80 ადამიანი იყო დასაქმებული.

Print