ახალი ამბები
სამეგრელოში მერებსა და სოფლის გამგებლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია გააცნეს
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიასა და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას გუბერნატორი ლევან შონია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მუნიციპალიტეტების მერები და სოფლის რწმუნებულები დაესწრნენ. 

„ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება მონიტორინგი და განისაზღვრება ქიმიური ღონისძიებების არეალი. ამავე დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა და მათი აქტიური ჩართულობა“- აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

შარშან სამეგრელოში, აფხაზეთსა და გურიში თხილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის უდიდესი ნაწილი აზიურმა ფაროსანამ თითქმის სრულად განადგურდა. 


Print