ახალი ამბები
ენგურჰესთან კლდის მასა ჩამოიშალა
ენგურჰესთან დიდი მოცულობის მიწა-კლდის ჩამოშლის გამო ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კმ-ზე მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა ყველა სახის ავტოტრანპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს.

Print