რეგიონი
ზუგდიდის მერი: მანანა მიქავას წინადადების შემოტანა ახლაც შეუძლია (ვიდეო)
ზუგდიდის მერიაში ბიზნესმენ მანანა მიქავას ბრალდებას ლაშა გოგიამ უპასუხა. მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ სადავო ტერიტორიაზე საინვესტიციო წინადადების შემოტანა ნებისმიერ მსურველს, მათ შორის მანანა მიქავასაც შეუძლია და არავითარი კორუფციული გარიგება არ არსებობს.

„ეს მიწა არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრება და თუ ქალბატონ მანანა მიქავას სურს შემოიტანოს წინადადება და განახორციელოს საინვესტიციო პირობები, ჩვენ მივიღებთ და განვიხილავთ მას. ჩემთან ინვესტორი არ მოსულა. პირიქით, მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე კიდევ უფრო უკეთეს წინადადებას შემოგვთავაზებს“, - თქვა გოგიამ.

რაც შეეხება „ზუგდიდის-სითის“ მრავალფუნქციურ პროექტს, გოგია განმარტავს, რომ მერიაში აღნიშნული წინადადება მხოლოდ განიხილეს და გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გარდა ამისა, მერმა დასძინა, რომ თავად მიქავა აღნიშნულ ტერიტორიაზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტერიტორიიდან გარევაჭრობის საშუალებით იღებს შემოსავლებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდელი ბიზნესმენი ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს (ვიდეო)
Print