რეგიონი
ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები მამუკა ხაზარაძემ მოინახულა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოინახულა. ინფორმაციას კონსორციუმი ავრცელებს.

"მინდა მადლობა ვუთხრა კონსორციუმისა და "კომპანია ბლექ სი გრუპის" გუნდებს, რომლებიც მაღალი ხარისხით, მაღალ ტემპში, თავდაუზოგავად აგრძელებენ მუშობას იმისათვის რომ ყველა ეტაპი დათქმულ ვადებში და კიდევ უფრო სწრაფად დასრულდეს. ჩვენ 2020-ში ვაპირებთ პორტის გახსნას და პირველი პანამაქსის და პოსტპანამაქსის გემების მიღებას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ამავე ცნობით, პორტის ტერიტორიაზე ადრეული სახმელეთო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამ დროისათვის უკვე აღებულია ჰუმუსოვანი ფენის მნიშვნელოვანი ნაწილი და დაიწყო არხის მშენებლობა.

„მაღალ ტემპში გრძელდება პროცესი და ზაფხულში მზად ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის - დაღრმავებისათვის, რომლის ფარგლებშიც 5 მლნ კუბური მეტრი მასალის რეკლამაცია მოხდება“, - აღნიშნულია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომლის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, გასული წლის 24 დეკემბერს ოფიციალურად დაიწყო.



ამავე თემაზე:

წამყვანი ბრიტანული კომპანია ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე იმუშავებს
Print