რეგიონი
"ბიბლუსი" ლიტერატურულ ტურნეს ზუგდიდშიც გამართავს
სახალხო ლიტერატურული კონკურსის “გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული მწერლები დასავლეთ საქართველოს, კერძოდ ქუთაისსა და ზუგდიდს ეწვევიან და ლიტერატურულ საღამოებს გამართავენ.

თათული ღვინიანიძე, შორენა ხუხუა, ია კარგარეთელი და ელის დოჯსონი მკითხველებს, თავიანთ წიგნებზე და იმ აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრებენ, რომლებიც მათ რომანებშია მიმოხილული. აღნიშნული ღონისძიება ზუგდიდში 10 მარტს 17:00 საათზე - კაფე ”არტ ჰაუსში” (რუსთაველის ქ. #87ა) ჩატარდება.

ღონისძიებებზე წიგნები „აღიარება ხელისგულზე“, „შემოვალ ეტლით“, „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ და „რაფლეზია“ -20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ლიტერატურული ტურნე "ბიბლუსის" 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიგეგმა.

Print