რეგიონი
სოხუმი: მოქალაქეებს მოვუწოდებთ უახლოეს დროში გადაცვალონ პასპორტები

დე ფაქტო აფხაზეთის საპასპორტო სამმართველოს უფროსმა ედუარდ მანარღიამ განაცხადა, რომ ამ დროისათვის აფხაზეთში ახალი ნიმუშის

58 480 ეგზემპლარია დაბეჭდილი, გაცემულია 51 668 ათასი პასპორტი, წერს გამოცემა „აიაირა“.

 

"მოსახლეობისგან 63 703 განაცხადი შემოვიდა. მათგან 5 818 პასპორტი ჯერაც არ გაცემულა. ვსარგებლობ შემთხვევით და მოქალაქეებს, რომლებიც პასპორტების გასაცვლელად ჩამოვიდნენ, მოვუწოდებ უახლოეს დროში მიიღონ დოკუმენტები“, - აღნიშნა მანარღიამ.

რაც შეეხება ბინადრობის უფლების გაცემის პროცესს, მისი თქმით, ეს საკითხი ჯერაც მოუგვარებელია. ამავე ინფორმაციით, „გალის, ოჩამჩირეს და ტყვარჩელის რაიონებში დღემდე 2222 ბინადრობის უფლება გაიცა, 3325 ბლანკი - დამუშავების პროცესშია".

დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით ძველი ნიმუშის პასპორტები ახალზე გადაცვლა 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა მოხდეს.

გამოცემის ცნობით, „აფხაზეთიდან რუსეთში მგზავრობა ახალი შიდა პასპორტით 2018 წლის 1 იანვრიდან არის შესაძლებელი. უვიზო მიმოსვლის შესახებ, რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის შორის 2009 წლის ოქტომბერში გაფორმდა".

 

Print